The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნესტორ აბესაძე

ნესტორ აბესაძე
Date of birth:1878  (146 years)
Date of death:193?
Category:Religious leader

Biography

   ნესტორ აბესაძე დაიბადა 1878 წელს.

   1901 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და წლების მანძილზე ელიზავეტოპოლის გუბერნიის მღვდლად მსახურობდა, ელიზავეტოპოლის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოს ეკლესიაში. "

   1914 წლიდან მამა ნესტორი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" განჯის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1915 წელს სკუფიით დაჯილდოვდა.

   1924 წელს ანაფორა გაიხადა და  დუშეთის ახალშენის გამგის მოადგილედ დაიწყო მუშაობა, იყო მასწავლებლად და რემედასის თავჯდომარე.

   1928 წელს საბჭოთა ხელისუფლებას სამოქალაქო უფლებებში აღდგენა სთხოვა (საბჭოთა კანონმდებლობით სამღვდელოება კანონგარეშედ იყო გამოცხადებული), რათა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. მისი საკითხი პრეზიდიუმის საბჭოს სხდომაზე გაიტანეს. 

   მამა ნესტორის შემდგომი ცხოვრებისა და გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი (1914-1917)

Bibliography


Share: