The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დიანოზ პავლეს ძე გორდეზიანი

დიანოზ პავლეს ძე გორდეზიანი
Legal name:დიონისე პავლეს ძე გორდეზიანი
Date of birth:3 October, 1877  (146 years)
Date of death:191?
Category:Religious leader

Biography

   დიონისე გორდეზიანი დაიბადა 1877 წლის 3 ოქტომბერს მღვდლის ოჯახში.

   1894 წელს გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.

   1896 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სპეციალურ კომისიას გამოცდები ჩააბარა და სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგის მოწმობა მიიღო.

   1896 წელს რაჭის მაზრის სოფელს ბოსტანაში სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

   1901 ელს მესტიაში კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი სკოლის პედაგოგად გადაიყვანეს.

   1902 წელს ეწერის ორკლასიან სკოლაში განამწესეს და ერთი წლის შემდეგ ლენჯერის სკოლაში გადაიყვანეს.

   1906 წლიდან უწერის სკოლის მასწავლებელია.

   1908 ელს, სასულიერო ხარისხის მისაღებად, გამოცდები ჩააბარა, თუმცა გარკვეული პერიოდი მისი ხელდასხმა გადაიდო.

   1913 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და ჭიორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. ამავე წელს ჭიორის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

   მამა დიონისეს ჰყავდა მეუღლე პელაგია კირილეს ასული და ვაჟი დავითი.

   1914 წლიდან მამა დიონისე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ონის განყოფილების ნამდვილი წევრი.

   მამა დიონისეს გარდაცვალების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ 1910-იანი წლების ბოლოს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

Share: