|
ოლღა ნიკოლოზის ასული ალექსი-მესხიშვილი
Legal name: | ოლღა ნიკოლოზის ასული ყაზბეგი |
Date of birth: | 18?? |
Category: | Public Figure |
Biography
ოლღა ყაზბეგი დაიბადა სტეფანწმინდაში პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. დაბადების თარიღი უცნობია. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი და ხევის გამგებელი გაბრიელ ყაზბეგი. იგი გახლდათ გენერალ გიორგი ყაზბეგის და.
1882 წელს ოლღა ახალციხის ქალთა სასწავლებლის მზრუნველი იყო.
1884 წელს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მმართველობამ ოლღა ნიკოლოზის ასულ ალექსი-მესხიშვილს ახალციხის აგენტობა შესთავაზა.
1886 წლიდან ოლღა გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.
Member of Organizations
- ახალციხის კეთილმოქმედების საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარე (1882-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი ახალციხეში (1886-1890)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-)
Contacts Information
|