The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილი

ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილი
Other name:შაქრო  (Pseudonym)
Date of birth:1857
Date of death:24 January, 1914  (at 57 years)
Burial location:თბილისი, წმინდა მარინეს ეკლესია
Category:Writer, Publicist, Religious leader

Biography

   ზაქარია გულისაშვილი დაიბადა 1857 წელს თბილისის მაზრაში, სოფელ ნინოწმინდაში მღვდლის ოჯახში. მისი მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო.

   ზაქარიამ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის შემდეგ ჩააბარა სამასწავლებლო გამოცდები და 17 წლის განმავლობაში თბილისის გუბერნიის სამინისტრო სკოლებში ასწავლიდა.

    1893 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და თელავის მაზრის სოფელ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. აქ მსახურების დროს აირჩიეს თელავის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად და მუშაობდა თელავის ეპარქიალურ სანთლის ქარხანაში ზედამხედველად.

    1897 წელს მამა ზაქარია დიდი გომარეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც მან დააარსა სამრევლო–საეკლესიო სკოლა და თავად ასწავლიდა საღვთო სჯულს.

    1899 წელს მამა ზაქარია საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1903 წლის აღდგომაზე სკუფია უბოძეს. 1904 წლიდან საგარეჯოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში განამწესეს და 1906 წელს თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. თბილისში მსახურების დროს მამა ზაქარია თბილისის ეპარქიალური სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და 1911 წელს კამილავკა უბოძეს.

    მამა ზაქარია გარდაიცვალა 1914 წელს და დაკრძალულია წმინდა მარინეს ეკლესიის ეზოში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი საგარეჯოში (1886-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1911)

Bibliography


Share: