The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი იოსების ძე ამირეჯიბი (თავადი)

გიორგი იოსების ძე ამირეჯიბი
Legal name:გიორგი როსების ძე ამირაჯიბი
Other name:Аю Петроний  (Pseudonym)
Онже  (Pseudonym)
Скалпель  (Pseudonym)
აბისელი  (Pseudonym)
ამბი  (Pseudonym)
Date of birth:23 October, 1875
Date of death:4 February, 1935  (at 59 years)
Burial location:თბილისი
Category:Engineer, Publicist, Journalist, Public Figure

Biography

    გიორგი ამირეჯიბი დაიბადა 1875 წელს გორის მაზრის სოფელ აბისში, მემამულის ოჯახში. განათლება მიიღო თბილისში, დები ტიზენგაუზენების პანსიონში და მე-3 გიმნაზიაში, საიდანაც კონფლიქტის გამო გარიცხეს. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი მარტინოვსკი მის მხარეს იყო. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის გიმნაზიაში, ჩააბარა სიმწიფის გამოცდები და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა. გზად თბილისელი სტუდენტი იოსელიანი დაემგზავრა, რომელიც გერმანიის სამთო აკადემიაში სწავლობდა. გიორგი ამირეჯიბმა გზაშივე შეცვალა გადაწყვეტილება და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ლეობენის სამთო აკადემია (Berg-Acade3mia Leoben) დაამთავრა ავსტრიაში. სწავლის დამთავრების შემდეგ ექვსი წელი ბაქოს ნავთის სარეწებში მუშაობდა.

   1901 წლიდან გიორგი ამირეჯიბი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. მისი საზოგადოებაში გაწევრიანებაზე თავმდებნი იყვნენ: გრიგოლ ყიფშიძე, იაკობ გოგებაშვილი, ივ. ელიაშვილი და გ. იოსელიანი.

   1905 წელს თბილისში,  ქართველთა და საერთოდ ამიერკავკასიელ ერთა ინტერესების დამცველ ნაციონალ-დემოკრატიულ, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ლიტერატურულ-პროგრესულ ოპოზიციურ გაზეთ „Возврождение“-ში დაიწყო მუშაობა, რომელიც პ.ი. თუმანიშვილის ხელმძღვანელობით გამოდიოდა. გიორგი ამირეჯიბი ამ გაზეთში მუდმივად მუშაობდა, ფაქტობრივად რედაქტორობდა კიდეც.

   1908-1909 წლებში ამირეჯიბის რედაქტორ-გამომცემლობით გამოდიოდა ასეთივე შინარსის გაზეთი „Закавказское обозрение“, რომელიც ქართველი ბურჟუაზიის მსოფლმხედველობას გამოხატავდა. 1910-1917 წლებში გაზეთ „Закавказская Речь“-ში მუშაობდა და 1911 წელს რედაქტორობდა კიდეც. ეს გაზეთი ქართველი ბურჟუაზიისა და თავადაზნაურობის მემარცხენენ ფრთის გამოცემად ითვლებოდა და მათ მიზნებსა და მისწრაფებებს ქართულის არმცოდნე, უმთავრესდ, რუსეთის ფართო საზოგადოებას აცნობდა.

   1917-1920 წლებში გიორგი ამირეჯიბი განახლებულ “Возрождение“-ში მუშაობდა და 1918 წლიდან 1921 წლის თებერვლამდე, პარალელურად თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ გაზეთ „Грузия“-ში და ამავე დროს, ამ გაზეთის არაოფიციალური გამომცემელიც იყო. ზემოთხენებულ გაზეთებში ამირეჯიბი პუბლიცისტურ, პოლემიკურ და სხვა ხასიათის წერილებს აქვეყნებდა. პარალელურად თანამშრომლობდა „ცნობის ფურცელში“, „ნიშადურში“, „თემში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში.

   საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, როგორც ინჯინერ-მშენებელმა, ტყიბულში თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღჭურვილი წყალსადენი ააგო. ცაგერში გაიყვანა წყალი და ააშენა საუცხოოდ მოწყობილი აბანო, სვანეთში - სოფელ ლაშხეთში ააგო სკოლა და პირველმა გაკვალა მესტიამდე გასაყვანი გზა.

    გიორგი ამირეჯიბის მეუღლე გახლდათ ჟურნალისტი მარიამ სტეფანეს ასული მელიქიშვილი.

    გიორგი ამირეჯიბი გარდაიცვალა 1936 წლის 4 თებერვალს და დაკრძალულია თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1901-1902)

Bibliography


Share: