Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირეჯიბი (თავადი)![]()
Biographyმიხეილ ამირაჯიბი, მეტსახელად "ყარსკი", დაიბადა 1833 წლის 2 სექტემბერს. მისი მეუღლე - სოფიო ვასილის ასული ამირაჯიბი (ქალიშვილობის გვარი არგუტინსკაია-დოლგორუკოვა) საზოგადო მოღვაწე და პოეტი ქალბატონი გახლდათ. მის კალამს ეკუთვნის ქართველი პოეტების ნაწარმოებთა შესანიშნავი თარგმანები რუსულ ენაზე. 1851 წელს მიხეილმა თბილისის გრენადერთა პოლკში სამხედრო სამსახური დაიწყო რიგით ჯარისკაცად. ყირიმის 1853–1856 წლების ომის დროს კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ ს. ბაიანდურის, ბაშკადიკლარისა და ყარსის ბრძოლებში მონაწილეობდა. 1877 წელს ამირაჯიბი ელიზავეტპოლის (ახლანდელი განჯა) 156-ე პოლკის მეთაურად დაინიშნა. მან განსაკუთრებით რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის დროს გამოიჩინა თავი. იერიშით აიღო გელიავერდის სიმაღლეები, რამაც განაპირობა არდაჰანის დაცემა. თავი ისახელა დევე-ბოინუსთან ბრძოლაში. 1877 წელს ამირაჯიბმა გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. 1893 წელს მიხეილი 39-ე ქვეითი დივიზიის უფროსად დაინიშნა, ხოლო 1899 წლიდან გენერალ-ლეიტენანტის ჩინით კავკასიის I საარმიო კორპუსის მეთაურად მსახურობდა. კავალერიის გენერალი მიხეილ ამირაჯიბი დაჯილდოებული იყო მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით. მიხეილ ამირაჯიბი გარდაიცვალა 1903 წლის 25 ნოემბერს თბილისში. Member of Organizations
Awards and Honors
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |