The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სარდიონ სვიმონის ძე ამირეჯიბი (თავადი)

სარდიონ სვიმონის ძე ამირეჯიბი
Legal name:სარდიონ სიმონის ძე ამირაჯიბი
Date of birth:20 February, 1840  (184 years)
Date of death:7 June, 191?
Category:Public Figure, Philanthropist

Biography

    სარდიონ ამირეჯიბი დაიბადა 1840 წელს. მისი მეუღლე გახლდათ მაკინე ამირეჯიბი, რომელიც ცნობილი იყო როგორც მწერლებისა და ხელოვნების მოღვაწეთა დიდი ხელშემწყობი.

   სარდიონ და მაკინე ამირეჯიბების წყალობით დაარსებულა საღოლაშენში სამწლიანი სკოლა. მათი ოჯახი ითვლებოდა ნიჭიერი ადამიანების შეკრებისა და საკუთარი შემოქმედების გამომზეურების ერთ-ერთ თავშესაყრელად, ლიტერატურულ სალონად. საღოლაშენში მათი სტუმრები ხშირად იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, შიო არაგვისპირელი, გიორგი არადელი-იშხნელი, ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე, ზაქარია ფალიაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, შალვა დადიანი და სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი.

   1883 წლიდან სარდიონ ამირეჯიბი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

    სარდიონ და მაკრინე ამირეჯიბების შვილი გახლდათ პროფესორი სიმონ ამირეჯიბი, რომელიც იყო საქართველოში ბაქტერიოლოგიისა და ჰიგიენის ფუძემდებელი, თბილისის სანიტარული ჰიგიენის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი დირექტორი.

    შტაბსკაპიტანი სარდიონ ამირეჯიბის ნათლია იყო ნინო ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე–გრიბოედოვისა.

    გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1883-1907)

Contacts Information

  • Business
    Address:ბათუმი

Share: