Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი![]()
Biographyივანე ანდრონიკაშვილი დაიბადა 1862 წლის 23 სექტემბერს (ძვ.სტ. 10 სექტემბერი) სიღნაღის მაზრის სოფელ მელაანში. 1887 წელს მოსკოვის პეტროვსკის სახელობის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემია დაამთავრა (დღევანდელი ტიმირიაზევის სასოფლო-სამეურნეო აკადემია). 1889-1902 წლებში ანდრონიკაშვილი კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის მთავარ ექსპერტად მუშაობდა და ხელმძღვანელობდა ფილოქსერის საწინააღმდეგო ექსპედიციებს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. ხალხში აგრონომიის ცოდნის პოპულარიზაციის მიზნით აწყობდა საჩვენებელ ნაკვეთებს და ცდიდა ახალ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებს. 1902-1916 წლებში ივანე ანდრონიკაშვილი გახლდათ ქალაქ ბათუმის თავი. 1901 წელს, მას შემდეგ, რაც ქალაქის იმდროინდელი თავი ლუკა ასათიანი მოულოდნელად გარდაიცვალა, საჭირო გახდა, რომ ბათუმში მისი დაწყებული საქმე ახალი და ღირსეული კანდიდატისთვის მიებარებინათ. ანდრონიკაშვილისთვის ილია ჭავჭავაძეს გაუწევია რეკომენდაცია და 1902 წლის 17 იანვარს იგი ქალაქის თავად აირჩიეს. ანდრონიკაშვილი ამ თანამდებობაზე კიდევ ოთხჯერ იქნა არჩეული. მისი მოღვაწეობა ქალაქისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მან ახალი სასმელი წყლის სათავე ნაგებობა ააშენა და ასევე გააგრძელა ქალაქის ირგვლივ ჭაობების ამოშრობის საქმიანობები. გაძლიერებულად იბრძოდა მალარიის წინააღმდეგ. ივანე ანდრონიკაშვილის დროს ბათუმში აშენდა ქალთა და ვაჟთა გიმნაზიის შენობები, შეიქმნა ქალაქის ძლიერი სახანძრო რაზმი, საფუძველი ჩაეყარა მწვანე კონცხის ბოტანიკური ბაღის განაშენიანებას და პირადად მისი რეკომენდაციით ხელმძღვანელად ა. კრასნოვი დაინიშნა. ივანე ანდრონიკაშვილი 1892 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი, ხოლო 1908 წლიდან ამავე საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი. ანდრონიკაშვილის რედაქტორობით გამოდიოდა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „ვაზი და ღვინო“. 1921 წელი კი მისი ინიციატივით ჟურნალი „სოფლის მეურნე“ დაარსდა, რომელსაც თავად რედაქტორობდა. 1923 წელს მოსკოვში სრულიად რუსეთის პირველი სასოფლო-სამეურნეო და კუსტარულ-სამრეწველო გამოფენას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1939 წელს საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე საქართველოს პავილიონის მოწყობას უწევდა კონსულტაციას. ივანე ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 1947 წლის 11 ივლისს თბილისში და სავარაუდოდ დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |