The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ გიორგის ძე გამდლიშვილი

გრიგოლ გიორგის ძე გამდლიშვილი
Legal name:გრიგოლ გიორგის ძე გიორგაძე
Date of birth:1863
Date of death:9 November, 1921  (at 58 years)
Burial location:ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოში, სადაც ამჟამად პარკია გაშენებული
Category:Religious leader

Biography

   გრიგოლ გამდლიშვილი დაიბადა 1863 წელს გლეხის ოჯახში.

   1880-1886 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1887 წლის 7 ივლისს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 11 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის მაზრის, სოფელ  ახალსოფლის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დანიშნა.

   1892 წელს მამა გრიგოლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად განამწესეს. 1897 წელს სკუფია უბოძეს, ხოლო 1899 წელს ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1901 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა.

   1905 წელს მამაგრიგოლს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა, ხოლო 1906 წელს სამკერდე ოქროს ჯვარით დააჯილდოვეს.

   1912 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1915 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და 1918 წელს თბილისის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

   მამა გრიგოლს ცოლად ჰყავდა არქიმანდრიტ მაკარ მატათაშვილის ძმისშვილი ეკატერინე მატათაშვილი.

   დეკანოზი გრიგოლი 1921 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა და ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, სადაც ამჟამად პარკია გაშენებული.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1898-1911)

Awards and Honors

  • 1912 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1906 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Share: