The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე იაკობის ძე გარსევანიშვილი

ივანე იაკობის ძე გარსევანიშვილი
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1891
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 1969  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მცხეთა, გარსევანიშვილების საგვარეულო სასაფლაო
კატეგორია:ეკონომისტი, კრიტიკოსი, რეპრესირებული, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ივანე გარსევანიშვილი დაიბადა 1891 წელს.

   დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი, სწავლობდა ლაიფციგსა და პეტერბურგში, თავისუფლად ფლობდა, გერმანულ, რუსულ, უკრაინულ, ინგლისურ და ჩერქეზულ ენებს. ივანე გარსევანიშვილი ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას.  ხსნიდა სკოლებს, სამკითხველოებს. სწორედ ივანე გარსევანიშვილის ძალისხმევით გაიხსნა პირველი 8 წლიანი სკოლა მცხეთაში და პირველი სკოლის დირექტორიც თავად გახლდათ. 

   1915 წლიდან იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების წევრი. 

    1921 წელს ბოლშევიკებმა მისი ძმა დავითი დახვრიტეს, ხოლო ივანე ციმბირში გადაასახლეს სამუდმოდ. 1934 წელს ივანემ მოახერხა ციმბირიდან ყირიმში გადასახლების უფლების მოპოვება და მოგვიანებით, მაგრამ სიბერეში მაინც დაბრუნდა სამშობლოში.

  ივანე გედევანიშვილი გარდაიცვალა 1969 წლის 6 სექტემბერს და დაკრძალულია მცხეთაში, გედევანიშვილების საგვარეულო სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1915-)

გააზიარე: