შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ანტონ სტეფანეს ძე გელაზაროვი![]()
ბიოგრაფიაანტონ გელაზარიშვილი დაიბადა 1868 წელს ქუთაისში. უმაღლესი განათლების მისაღებად ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ჩააბარა. 1892 წელს, ქალაქ ვარშავაში, აქტიური მონაწილეობას იღებდა საქართველოს განმათავისუფლებელი ლიგის შედგენაში, ლიგის პროგრამის დაწერაში, რომლის განხილვა შედგა ქუთაისში და რის გამო დააპატიმრეს კიდეც. 1894 წელს დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნდა. 1902 წელს მონაწილეობდა ბათუმის დემონსტრაციაში მონაწილე დაპატიმრებულთა დაცვაში. 1903 წლიდან, დასავლეთ საქართველოში მუშათა, რევოლუციონერთა და სხვათა პოლიტიკურ საქმეებს ყველა სახის სასამართლოში სრულიად უფასოდ იცავდა. 1905 წლის 14 აგვისტოს ქუთაისში, ქალაქის ბაღში გამართულ მიტინგზე, მეფის მთავრობის წინააღმდეგ აგიტაციისა და ხალხში პროკლამაციების გავრცელებისათვის დააპატიმრეს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია, რომელსაც დავალებული ჰქონდა რევოლუციის წინააღმდეგ მეფის მოხელეთა დანაშაულებათა გამოკვლევა და პროვოკატორ-ჯაშუშთა აღმოჩენა. 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებით, დაინიშნა თბილისის სასამართლოს პალატის პროკურორად, ხოლო 1919 წლიდან სენატის სისხლის სამართლის დეპარტამენტის პროკურორად. სიცოცხლის ბოლო წლებში საქართველოს რევოლუციის მუზეუმში პოლიტიკურ პროცესთა ისტორიის მასალების შეკრებით იყო დაკავებული. ანტონ გელაზარიშვილი გარდაიცვალა 1942 წლის 31 ოქტომბერს და დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |