Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილი![]()
Biographyსერაპიონ დადუნაშვილი დაიბადა 1870 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ოფშკვითში გლეხის ოჯახში. 1894 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და ვანის ეკლესიაში მღვდლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად რაიონის დაწყებით სკოლებში წერა–კითხვასაც ასწავლიდა. 1904 წელს სერაპიონ დადუნაშვილი თავს ანებებს საეკლესიო სამსახურს, საზღვარგარეთ მიემგზავრება და ჟენევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე ირიცხება, რომელიც 1910 წელს დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სერაპიონმა დაწერა შრომა თემაზე: "ხორხის მწვავე შეშუპება პნევმონიით დაავადებულთა შორის", რომელიც ცალკე მონოგრაფიის სახით 1909 წელს ფრანგულ ენაზე ჟენევაში დაიბეჭდა. 1911 წელს სერაპიონ დადუნაშვილი ბრუნდება მოსკოვში, ხელმეორედ აბარებს სახელმწიფო გამოცდებს მოსკოვის უნივერსიტეტში და ბრუნდება მშობლიურ სოფელ ვანში, სადაც 1911 წლიდან 1915 წლამდე უბნის ექიმად იწყებს მუშაობას. მისი ინიციატივით ვანში გაიხსნა ქსენონი, აფთიაქი და ბიბლიოთეკა. 1913 წლიდან სერაპიონ დადუნაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი. 1915 წლის ნოემბრიდან სერაპიონ დადუნაშვილი ქუთაისის სულით ავადმყოფთა თავშესაფარი სახლის გამგედ დაინიშნა, სადაც 1923 წლის მარტამდე მუშაობდა. სერაპიონი პრაქტიკულ მუშაობასთან ერთად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ორი წლის განმავლობაში ქუთაისის მე–4 საშუალო სკოლაში ჰიგიენას ასწავლიდა, 1935 წლიდან კი ქალაქის სამედიცინო ტექნიკუმში კითხულობდა ლექციებს. წლების განმავლობაში მუშაობდა ქალაქის სანიტარულ ექიმად, რაიონის ექიმის თანამდებობაზე, 1931 წლიდან ქუთაისის წითელი ჯვრის კომიტეტთან არსებულ საავადმყოფოს ორდინატორად, ქუთაისის პირველი და მეშვიდე ამბულატორიის ექიმად, ხოლო 1946–1953 წლებში ქუთაისის ტროპსადგურის ექიმად. სერაპიონ დადუნაშვილი გარდაიცვალა 1953 წელს 82 წლის ასაკში და დაკრძალულია ქუთაისში. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |