|
დავით ექვთიმეს ძე არევაძე
Date of birth: | 1890 (135 years) |
Burial location: | ხარაგოულის რაიონი, სოფელი ვახანი |
Category: | Educator |
Biography
დავით არევაძე დაიბადა 1890 წელს ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანში, დიაკვნის ოჯახში. მისი ბიძა(დედის ძმა) იაკინთე გორგაძე იყო მღვდელმთავარი და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი 1909-1919 წლებში.
დავით არევაძემ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სადაც 1908-1910 წლებში სწავლობდა გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად. სწავლა განგრძო სარატოვის უნივერსიტეტი.
1913-1918 წლებში თერგის ოლქის სოფელ ალაგირის ქართულ ორკლასიან სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა. 1914 წლიდან გახლდათ "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ალაგირის განყოფილების წევრი და ამავე საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.
1918 წელს დავით არევაძე გარდაიცვალა მუცლის ტიფით. მისი ნეშტი გადმოსვენების შემდეგ დაკრძალეს მშობლიურ სოფელ ვახანში.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალაგირის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი (1914-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი (1914-)
|