The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით ექვთიმეს ძე არევაძე

დავით ექვთიმეს ძე არევაძე
Date of birth:1890  (134 years)
Burial location:ხარაგოულის რაიონი, სოფელი ვახანი
Category:Educator

Biography

   დავით არევაძე დაიბადა 1890 წელს ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანში, დიაკვნის ოჯახში. მისი ბიძა(დედის ძმა) იაკინთე გორგაძე იყო მღვდელმთავარი და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი 1909-1919 წლებში.

   დავით არევაძემ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სადაც 1908-1910 წლებში სწავლობდა გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად. სწავლა განგრძო სარატოვის უნივერსიტეტი.

  1913-1918 წლებში თერგის ოლქის სოფელ ალაგირის ქართულ ორკლასიან სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა. 1914 წლიდან გახლდათ "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ალაგირის განყოფილების წევრი და ამავე საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.

   1918 წელს დავით არევაძე გარდაიცვალა მუცლის ტიფით. მისი ნეშტი გადმოსვენების შემდეგ დაკრძალეს მშობლიურ სოფელ ვახანში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალაგირის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი (1914-)

Share: