The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დიმიტრი ნიკოლოზის ძე დეკანოზიშვილი

დიმიტრი ნიკოლოზის ძე დეკანოზიშვილი
Date of birth:1863  (161 years)
Date of death:19??
Burial location:თელავი, ძველი სასაფლაო
Category:Educator, Religious leader

Biography

   დიმიტრი დეკანოზიშვილი დაიბადა 1863 წელს. დაამთავრა სასულიერო სემინარია.

   1892 წელს თონეთის ეკლესიის მღვდელი იყო და პარალელურად სოფლის სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

   1912 წლიდან დიმიტრი დეკანოზიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი.

   1918 წელს დიმიტრი დეკანოზიშვილი თელავის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში ქართულ ენას ასწავლიდა.

   დიმიტრი დეკანოზიშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია. იგი დაკრძალულია თელავში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1912-)

Share: