The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დიმიტრი ყარყარაშვილი (არქიმანდრიტი)

დიმიტრი ყარყარაშვილი
Legal name:დიონისე მაქსიმეს ძე ყარყარაშვილი
Date of birth:1865  (160 years)
Date of death:193?
Burial location:თბილისი, ლილოს საერო სასაფლაო
Category:Religious leader

Biography

   დიმიტრი ყარყარაშვილი, ერისკაცობაში დიონისე მაქსიმეს ძე ყარყარაშვილი, დაიბადა 1865 წელს თბილისის გუბერნიის სოფელ ლილოში გლეხის ოჯახში. სასწავლებელში არ უსწავლია. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში ისწავლა.

   1893 წელს ფერისცვალების სახელობის მონასტერში მორჩილად მიიღეს.

   1897 წელს, არქიმანდრიტმა კესარიამ (ჩეკურაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად დიმიტრი უწოდა. მეორე დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა.

   1900 წელს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და მალევე მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა.

   1901 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1908 წელს მონასტრის ხაზინადრობა ჩააბარეს და ამავე წელს სამკერდე ოქროს ჯვარით დააჯილდოეს.

   1910 წელს, რამდენიმე თვე, დროებით ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას ასრულებდა.

   1911 წელს ხირსის წმინდა სტეფანეს მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1912 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა და ენქერით დაჯილდოვდა.

   1915 წელს ხირსის მონასტერთან არსებული სკოლის გამგედ დაინიშნა, ხოლო 1916 წელს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.

   1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც ხირსის მონასტრის წინამძღვარი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. ამავე კრების გადაწყვეტილებით ისევ ხირსის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს.

   1922 წელს, თავისი თხოვნის საფუძველზე, თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრად გადმოიყვანეს.

   1927 წელს ხარფუხის (კრწანისი) ბერძნული წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. მისი შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოთ, გარდაიცვალა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. დასაფლავებულია ლილოს საერო სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრი (1914-)

Bibliography


Share: