The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ ანტონის ძე დუმბაძე

იოსებ ანტონის ძე დუმბაძე
Date of birth:3 January, 1865
Date of death:1917  (at 51 years)
Category:Military Person

Biography

     იოსებ დუმბაძე დაიბადა 1865 წლის 3 იანვარს (ძვ. სტ.) გურიის მაზრის სოფელ შემოქმედში ცნობილი ლოტბარისა და მგალობლის ანტონ დუმბაძის ოჯახში. აზნაური ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე (1824–1907) ამავე დროს იყო  პოლიციის პორუჩიკი, რუსეთ–თურქეთის 1877–1878 წლების ომის მონაწილე და გურიის მილიციის (სახალხო რაზმის) ასეულის უფროსი. დედა ნაკაშიძის ქალი გახლდათ.

    იოსებმა განათლება თბილისის კადეტთა კორპუსში მიიღო. დაამთავრა ალექსანდროვსკის მე-3 სამხედრო სასწავლებელი და 1882 წლიდან სამხედრო სამსახურს შეუდგა.

    1884 წელს იოსებ დუმბაძე პოდპორუჩიკის წოდებით ყარსი-ალექსანდროვსკის კორპუსში ჩაირიცხა, ხოლო  1888 წელს პორუჩიკის წოდება მიიღო. 1894 წელს მიიღო შტაბსკაპიტნის, 1898 წელს კაპიტნის, ხოლო 1904 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინები.

    იოსებ დუმბაძე მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში. იყო ვლადივოსტოკის ციხე-სიმაგრის პირველი საარტილერიო ბრიგადის მეთაური.

    იოსებმა ომის შემდეგ დაასრულა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა და 1908 წელს მიიღო პოლკოვნიკის, 1912 წელს გენერლის, ხოლო  1914 წელს   გენერალ მაიორის წოდება.

    იოსებ დუმბაძე გარდაიცვალა 1917 წელს. დაკრძალვის ადგილი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

Awards and Honors

  • 1913 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1904 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1901 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

Share: