The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ ანტონის ძე დუმბაძე

ნიკოლოზ ანტონის ძე დუმბაძე
Date of birth:23 July, 1854
Date of death:9 March, 1927  (at 72 years)
Burial location:პარიზი, ახალი ბულონის სასაფლაო
Category:Military Person

Biography

     ნიკოლოზ დუმბაძე დაიბადა 1854 წლის 10 ივლისს (ძვ. სტ.) გურიის მაზრის სოფელ შემოქმედში ცნობილი ლოტბარისა და მგალობლის ანტონ დუმბაძის ოჯახში. აზნაური ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე (1824–1907) ამავე დროს იყო  პოლიციის პორუჩიკი, რუსეთ–თურქეთის 1877–1878 წლების ომის მონაწილე და გურიის მილიციის (სახალხო რაზმის) ასეულის უფროსი. დედა ნაკაშიძის ქალი გახლდათ.

    ნიკოლოზ დუმბაძე იყო რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. იგი გახლდათ ბათუმის მიხეილის ციხე-სიმაგრის არტილერიის ბატალიონის მეთაური. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის მონაწილე.

    1896 წელს პოლკოვნიკის, ხოლო 1906 წლიდან გენერალ-მაიორის ჩინი მიანიჭეს. 1911 წლიდან ნიკოლოზი ხელმძღვანელობდა მე-3 გრენადერთა დივიზიის პირველ  ბრიგადას.

     ნიკოლოზ დუმბაძე 1927 წლის 9 მარტს გარდაიცვალა პარიზში და დაკრძალულია ახალი ბულონის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

Share: