The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სამსონ ანტონის ძე დუმბაძე

სამსონ ანტონის ძე დუმბაძე
Date of birth:15 February, 1866
Date of death:1938  (at 71 years)
Category:Military Person

Biography

    სამსონ დუმბაძე  დაიბადა 1866 წლის 2 თებერვალს (ძვ. სტ.) გურიის მაზრის სოფელ შემოქმედში ცნობილი ლოტბარისა და მაგალობლის ანტონ დუმბაძის ოჯახში. აზნაური ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე (1824–1907) ამავე დროს იყო  პოლიციის პორუჩიკი, რუსეთ–თურქეთის 1877–1878 წლების ომის მონაწილე და გურიის მილიციის (სახალხო რაზმის) ასეულის უფროსი. დედა ნაკაშიძის ქალი გახლდათ.

    სამსონმა განათლება თბილისის კადეტთა კორპუსში მიიღო და სწავლა გააგრძელა ნიკოლაევსკის ინჟინერთა სასწავლებელში. სამხედრო სამსახურს 1883 წლის 31 აგვისტოდან შეუდგა და გაგზავნილი იქნა პირველ კავკასიურ ბატალიონში, სადაც 1884 წელს პოდპორუჩიკის, 1888-ში პორუჩიკის, 1891-ში შტაბსკაპიტნის, ხოლო 1894-ში კაპიტნის ჩინები მიიღო. ამის შემდეგ სამსონ დუმბაძემ დაასრულა ნიკოლაევსკის საინჟინრო აკადემია და 1902 წელს პოდპოლკოვნიკი გახდა. იმავე წელს მიიღო პოლკოვნიკის ჩინიც.

    1915 წელს სამსონ დუმბაძე  გენერალ-მაიორის წოდებით დააჯილდოეს. იგი გახლდათ აღმოსავლეთ რუსეთში თეთრების მოძრაობის წევრი და დაპატიმრებული იყო რვა წლის განმავლობაში, სასჯელს იხდიდა ბუტირკის ციხეში.

    სამსონ დუმბაძის დაკრძალვის ადგილი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების დამხმარე წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1892-1899)

Awards and Honors

  • 1919 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1913 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1910 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

Share: