The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი პავლეს ძე არჯევანიძე

გიორგი პავლეს ძე არჯევანიძე
Date of birth:24 January, 1863
Date of death:16 January, 1940  (at 76 years)
Category:Public Figure, Military Person

Biography

     გიორგი არჯევანიძე დაიბადა 1863 წელს სიღნაღში.

    დაამთავრა პეტროვსკ-პოლტავის სამხედრო გიმნაზია. 1881 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში. 1905 წლის აგვისტოდან მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. I მსოფლიო ომის დროს თავი გამოიჩინა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა არზრუმის ციხესიმაგრის აღებაში, ხელმძღვანელობდა კუპდაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას.

    გიორგი არჯევანიძემ 1892-1922 წლებში მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ სამ საჭადრაკო ტურნირში. მოგონებებში მიხეილ ვადბოლსკი მასზე წერდა: - "მოხუცი გენერალი არჯევანიძე".

    1910 წლიდან მას მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის ჩინი, ხოლო 1916 წლიდან გენერალმაიორის.

     1910 წლიდან გიორგი არჯევანიძე იყო "ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

     1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ არმიაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შევიდა წითელი არმიის რიგებში. 1921 წლიდან იყო ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი, 1922 წლის მაისიდან კი გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის, ხოლო 1927 წლის სექტემბრიდან ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პედაგოგი. 1928 წლის იანვრიდან გავიდა პენსიაზე და იყო პერსონალური პენსიონერი.

    1940 წელს გიორგი არჯევანიძე გარდაიცვალა თბილისში.


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1910-)

Share: