The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი სვიმონის ძე ეგნატაშვილი

გიორგი სვიმონის ძე ეგნატაშვილი
Other name:გურგელი  (Changed name)
Date of birth:12 March, 1885
Date of death:16 January, 1962  (at 76 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Educator, Public Figure, Athlete

Biography

   გიორგი ეგნატაშვილი დაიბადა 1885 წლის 12 მარტს თბილისში.

   1909 წელს პრაღის უმაღლესი სატანვარჯიშო კურსები დაამთავრა და ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე დაიწყო თავისი მოღვაწეობა, თავიდან როგორც მოქმედმა სპორტსმენმა, ხოლო შემდეგ როგორც სპორტისა და ფიზკულტურული მოძრაობის ორგანიზატორმა.

   1909 წელს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც მისი ხელმძღვანელობით 1912 წელს ტანმოვარჯიშეთა პირველი საჯარო გამოსვლა ჩატარდა.

   1907-1912 წლებში გამართულ სპორტსაზოგადოება „სოკოლის“ მსოფლიო შეკრებებზე თბილისის გუნდმა, რომელშიც გიორგი ეგნატეშვილიც შედიოდა, ჯერ მეორე და შემდეგ პირველი ადგილები დაიკავა. ეს იყო ჩვენი ტანვარჯიშული სკოლის უდავო წარმატება, რომელშიც ფასდაუდებელია ეგნატაშვილის წვლილი, რადგან ამ დროისათვის იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.

    1918–1937 წლებში ხელმძღვანელობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას თბილისის სკოლებში.

   1937–1941 წლებში ფიზკულტურის ინსტიტუტში ტანვარჯიშის კათედრას განაგებდა. მომდევნო წლებში, ჯერ თბილისის უნივერსიტეტის, შემდეგ კი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის უფროს მასწავლებლად მუშაობდა.

   გიორგი ეგნატაშვილი გახლდათ საზოგადოება „შევარდენის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და მეთაური. მის სახელს ატარებდა თბილისის განთლების განყოფილების ბავშვთა და მოზარდთა ცენტრალური სავარჯიშო სკოლა.

   გიორგი ეგნატაშვილი გარდაიცვალა 1962 წლის 16 იანვარს თბილისში და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Member of Organizations

  • ტანმოვარჯიშეთა საზოგადოება "შევარდენი", ერთ-ერთი დამაარსებელი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

Awards and Honors

  • 1954 - სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • 1945 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • 1936 - სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოება, გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 131

Share: