Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა![]()
Biographyგრიგოლ ელიავა დაიბადა 1857 წელს მარტვილში. 1883 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და სამშობლოში დაბრუნდა. გრიგოლ ელიავა სხვადასხვა დროს ექიმად მუშაობდა თბილისში, ბაქოს გუბერნიაში, საჩხერესა და ბათუმში. 1892-1896 წლებში გრიგოლ ელიავა იყო ბათუმის ქსენონის (სახლი ავადმყოფთათვის) ექიმი-ქირურგი. ბათუმში იგი საჩხერედან გადმოიყვანეს და ამ ქალაქში მუშაობდა 1924 წლამდე. გრიგოლ ელიავა, გარდა ექიმობისა, ბათუმში ფართო საზოგადოებრივ მუშაობასაც ეწეოდა. იგი გახლდათ ბათუმის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბათუმის განყოფილების თავმჯდომარე, ბათუმის ექიმთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და 1923-1924 წლებში მისი თავმჯდომარე, ბათუმის საავადმყოფოს გახსნის ინიციატორი და სხვა. გრიგოლ ელიავას ცოლად ჰყავდა კოტე მარჯანიშვილის უმცროსი და ნინო და შვილი გიორგი, რომელიც გახლდათ პირველი ქართველი მიკრობიოლოგი, რომლის ინიციატივით 1923 წელს დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, გრიგოლ ელიავა გარდაიცვალა 1925 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |