|
|
მარიამ კონსტანტინეს ასული ელიოზიშვილი
| Legal name: | მარიამ (მართა) კონსტანტინეს ასული ერისთავი |
| Date of birth: | 1883 |
| Date of death: | 1978 (at 95 years) |
| Burial location: | ქალაქი გორი |
| Category: | Public Figure, Philanthropist |
Biography
მარიამ ერისთავი დაიბადა მეჯვრისხევში კონსტანტინე ერისთავისა და ალექსანდრა (საშა) წერეთლის ოჯახში. დაამთავრა ნიკოლოზ I ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი.
მარიამ ერისთავი ცოლად გაჰყვა დამსახურებულ ექიმს კონსტანტინე ელიოზიშვილს. ფლობდა არა ერთ ევროპულ ენას. იყო ქველმოქმედი, დიდი დახმარება გაუწია ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას საზოგადოება “მანდილოსანის” დაარსებაში. ეს საზოგადოება ხელმოკლე ოჯახებსა და ქვრივებს ეხმარებოდა.
მარიამ ერისთავი ელიოზიშვილისა გარდაიცვალა თბილისში 1978 წელს და დაკრძალულია ქალაქ გორში, მეუღლის გვერდით.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-1911)
|