The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სოლომონ ანდრიას ძე ელიოზიშვილი (დეკანოზი)

სოლომონ ანდრიას ძე ელიოზიშვილი
დაბადების თარიღი:1829
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 1907  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიბლიოთეკარი, დაუდგენელი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   სოლომონ ელიოზიშვილი დაიბადა 1829 წელს მღვდლის ოჯახში. ეკუთნოდა აზნაურთა წოდებას. დაამთავრა სარატოვის სასულიერო სემინარია.

   1856 წელს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის ყოვლდაწმიდა სამების სახელობის ტაძარში დანიშნა.

   1858 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელში მეორე კლასების მასწავლებლად დაინიშნა და ამასთანავე დაევალა სიონის საკათედრო ტაძარში კატეხიზატორული საუბრების წარმოთქმა.

   1859 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის თანაშემწედ აირჩიეს. იმავე წლის აგვისტოში სასწავლებლიდა გათავისუფლდა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად დაინიშნა.

   1862 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1864 წელს სკუფია უბოძეს.

   1867 წელს კომისიის წევრად აირჩიეს, რომელსაც ქაშვეთის გალავნის "გამშვენება" ევალებოდა.

   1868 წელს თბილისის სახალხო სასამართლოს პირველ განყოფილებაში აღსარებების ჩაბარება დაევალა, რასაც უსასყიდლოდ ასრულებდა.

   1869 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1872 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის გამგეობის წევრად აირჩიეს და ამ მოვალეობას 1885 წლამდე ასრულებდა.

   1879 წლიდან მამა სოლომონი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1881 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1882 წელს თბილისის ეპარქიალურ ქალთა სასწავლებელში საპატიო წევრად აირჩიეს.

   1884-1899 წლებში ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ.

   1885 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვდა.

   1892 წელს სიონის სათადერო ტაძარში დეკანოზის ხარისხში აიყვანეს.

   1897 წლის 27 მარტის "ცნობის ფურცელში" გამოქვეყნდა ცნობა, რომ ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობაში საკვირაო სკოლა გაიხსნა, რომლის გამგედ დეკანოზი სოლომონი დაინიშნა.

   1899 წელს, თავისი თხოვნით, გადადგა წინამძღვრობიდან და პენსიაზე გავიდა.

   მამა სოლომონს ჰყავდა მეუღლე ნინო დიმიტრის ასული და შვილები: ევსევი და მარიამი.

   დეკანოზი სოლომონის გარდაიცვალა 1907 წლის 30 დეკემბერს.

გიორგი მაჩურიშვილი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1885 - წმინდა სინოდის მადლობის სიგელი
  • 1881 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: