The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ ბიძინას ძე ერისთავი (გენერალ–მაიორი)

მიხეილ ბიძინას ძე ერისთავი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1827
გარდაცვ. თარიღი:21 მაისი, 1894  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საგვარეულო აკლდამა (ეკლესია დანგრეულია)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

    მიხეილ ერისთავი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან,  დაიბადა 1827 წელს გორის მაზრის სოფელ კარალეთში.

    მიხეილ ერისთავი მონაწილეობდა ყირიმისა (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომებში. 1867 წლიდან იყო თერგის კაზაკთა ჯარის 1-ლი ბრიგადის მოზდოკის პოლკის მეთაური. 1877 წლიდან რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი და ირიცხებოდა კავკასიის არმიის კავალერიაში. დაჯილდოებულია წმინდა ანას II ხარისხის ორდენით.

   1879 წლიდან მიხეილ ერისთავი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 

    მიხეილ ერისთავი გარდაიცვალა 1894 წელს და დაკრძალულია თბილისში, კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, გოლოვინის ქუჩა, მუხრანსკის სახლი

გააზიარე: