შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მიხეილ რევაზის ძე ერისთავი![]()
ბიოგრაფიამიხეილ (მიშა) ერისთავი დაიბადა 1862 წელს სოფელ კარალეთში, ერისთავების საგვარეულო სასახლეში. მამამისი – რევაზ ერისთავი ერეკლე II–ის ქალიშვილის, ანასტასია ბატონიშვილის შვილიშვილი იყო. მიხეილ ერისთავმა დაწყებითი განათლება კერძო პანსიონში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო უკრაინაში, უმანის სასწავლებელში, რომელიც 1884 წელს დაამთავრა და პირველი თანრიგის ატესტატი მიიღო. სამშობლოში დაბრუნებული მიხეილი მუშაობას კარალეთის მამულში შეუდგა და მეურნეობაში მალევე დანერგა წყლის რეჟიმზე მომუშავე სალეწი მანქანა. ექსპერიმენტის სახით შემოჰქონდა მარცვლეულის პერსპექტიული და ახალი ჯიშები, რომელთა უმრავლესობა გავრცელდა ჩვენს ქვეყანაში. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში დიდი პომოლოგიური ბაღის შექმნას – 14 დესეტინა ფართობზე გააშენა ხეხილის ყველა ინტროდუცირებული ჯიში და სახეობა. ასევე, მიხეილი იყო პირველი, რომელმაც გორის მაზრაში ამერიკული ჯიშის ვაზის საძირეთა სადედე შექმნა და სანერგე მეურნეობაც მოაწყო. კარალეთში სუფრის ყურძნის ქართული და უცხოური სახეობები გააშენა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვანი კოლექცია შექმნა. მიხეილ ერისთავის ქალიშვილის – ნინოსა და ივანე მაყაშვილის ქორწილის დროს, მოადგნენ კარალეთის წითელრაზმელები, რომლებმაც მიხეილი და მისი ვაჟი – სტუდენტი რევაზი სახლიდან გაიყვანეს და სოფელ ჭალასთან დახვრიტეს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |