შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ ერისთავი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს შთამომავალი, დაიბადა 1831 წლის 1 იანვარს გორის მაზრის სოფელ კარალეთში. 1853-1856 წლებში ნიკოლოზ ერისთავი მონაწილეობდა ყირიმის, ხოლო 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომებში. 1867 წლიდან, სამხედრო კარიერის დასაწყისში, იყო თერგის ოლქის ჩაჩნეთის ოკრუგის, ხოლო 1874 წლიდან იმავე ოლქის გროზნოს ოკრუგის უფროსი. 1878 წელს ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწედ დაინიშნა. 1883 წელს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწედ გადაიყვანეს და ამავე დროს ბათუმის გარნიზონს მეთაურობდა. 1884 წელს რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1895 წლიდან ნიკოლოზ ერისთავი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1912 წლიდა გენერალ-ლეიტენანტი გახლდათ. ხანგრძლივი სამხედრო კარიერის მანძილზე დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. ნიკოლოზ ერისთავს ცოლად ჰყავდა ეკატერინე ზაქარიას ასული სარაჯიშვილი და შვილები: ალექსანდრე და გიორგი (გიგუშა). ორივე შვილი რუსეთის არმიის გენერალი იყო. ნიკოლოზ ერისთავი გარდაიცვალა 1912 წლის 18 აპრილს თბილისში და დაკრძალულია თბილისის კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |