Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
რევაზ შალვას ძე ერისთავი![]()
Biographyრევაზ ერისთავი დაიბადა 1827 წელს დუშეთის მაზრის სოფელ ოძისში. იგი გახლდათ სამხედრო და იყო გვარდიის როტმისტრი. გორის მაზრის უფროსად ყოფნის დროს გორის საზაფხულო როტონდა ააშენა. რევაზ ერისთავს ცოლად ჰყავდა ნიკოლოზ ბარათაშვილის და - ეკატერინე ბარათაშვილი. მე-19 საუკუნის 50-იან წლებში რევაზ ერისთავი თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“ და ფინანსურადაც ეხმარებოდა გამომცემლობას. პოპულარული იყო მისი ლექსები: "ბიძაჩემს ყაფლანს" და "ყაფლან ორბელიანს". ამავე დროს იგი მთარგმნელობითაც იყო დაკავებული და თარგმნილი ჰქონდა პუშკინის, ლერმონტოვის და ჟუკოვსკის ნაწარმოებები. რევაზ ერისთავმა თარგმნა კოზლოვსკის პოემა „შეშლილი“, რომელსაც 1861 წელს გამოეხმაურა და მკაცრად გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ და რომელიც საფუძვლად დაედო „მამათა და შვილთა“ ბრძოლას. ანტონ I კათალიკოსის გრამატიკისა და თეორიტიკის უპირატესობის მაღიარებელი რევაზ ერისთავი, წინაპრებს ესარჩლებოდა და აქებდა: „თუ ჩვენს ისტორიას ჩავათვალიერებთ, დავრწმუნდებით, რომ არც ერთ დროს უქმად არ ყოფილან ჩვენნი წინაპარნი, ძილის დროსაც კი მართლა მოსვენებით არ სძინებიათ“-ო. რევაზ ერისთავი გარდაიცვალა 1899 წელს. დაკრძალვის ადგილი უცნობია. Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |