The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ბორის სპირიდონის ძე ესაძე

ბორის სპირიდონის ძე ესაძე
Other name:ბეზ პსევდონიმა  (Pseudonym)
ბლაგოჟელატელი  (Pseudonym)
ბუდილნიკი  (Pseudonym)
გ. კარტველი  (Pseudonym)
ზემეცი  (Pseudonym)
Date of birth:24 July, 1864
Date of death:31 January, 1914  (at 49 years)
Category:Publisher, Historian, Journalist, Public Figure, Military Person

Biography

     ბორის ესაძე დაიბადა 1864 წელს. მისი ოჯახი ქუთაისის დიდგვაროვანთა წრეს განეკუთვნებოდა. მამა - სპირიდონ იოსების ძე ესაძე, თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს გენერალ-მაიორი იყო.

    1882 წელს სამსახური დაიწყო ნოვოროსიისკის დიდი მთავრის ვლადიმერ ალექსანდრეს ძის სახელობის დრაგუნთა პოლკში და იმავე წელს ტვერის იუნკერთა საკავალერიო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც 1886 წელს დაამთავრა და კორნეტის ჩინით ნოვოროსიისკის დრაგუნთა მე-7 პოლკში გაანაწილეს, ხოლო შემდეგ ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში გადაიყვანეს. 1900 წელს ობერ-ოფიცრის (შტაბს-როტმისტრი) ჩინით უფროს  ადიუტანტად დაინიშნა კავკასიის კავალერიტთა დივიზიაში ნიჟნი ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1909 წელს ოჯახური მდგომარეობის გამო განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან პოდპოლკოვნიკის ჩინით. დაენიშნა პენსია და გადაიყვანეს თბილისის გუბერნიის ცხენოსანთა გვარდიაში. იმავე 1909 წელს ესაძე განსაკუთრებულ დავალებათა შტაბს-ოფიცრის თანამდებობაზე  ყარსის ოლქში გადაიყვანეს.

      ბორის ესაძეს ეკუთვნის ნაშრომები რუსეთის არმიის ცალკეული სამხედრო ნაწილების ისტორიის, გამოჩენილი მხედართმთავრების ცხოვრება-მოღვაწეობის, რუსეთის არმიაში ქართველების ღვაწლის შესახებ. იყო რუსეთის სამხედრო-ისტორიული და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებების კავკასიის განყოფილების ნამდვილი წევრი. ესაძეს ეკუთვნის საინტერესო დაკვირვებანი რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის პროპაგანდაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კრებული "საქართველოს მატიანე" და "მთელი კავკასია", რომლებიც რუსულ ენაზე დაიბეჭდა.

     ბორის ესაძემ დიდი ენერგია შეალია ქართული ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას. აქტიურად მონაწილეობდა  "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებების" დაარსებაში. 1905 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული "საქართველოს გამოეჩენილ  ადამიანთა ცხოვრება. ბარათოვის ტომი", რომლის შემოსავალი მოხმარდა ბარათაშვილის ძეგლის მოწყობას, რომელიც თავდაპირველად დიდუბის პანთეონში დაიდგა, ხოლო 1938 წელს მთაწმინდაზე იქნა გადატანილი.

    ბორის ესაძემ დააარსა რამდენიმე რუსული პერიოდული ორგანო: 1905 წელს "კავკაზსკი კრაი", 1907 წელს "კავკაზსკაია არმია", რომელსაც ორი ყოველკვირეული დამატება ჯარისკაცებისთვის "კავკაზსკი ვეტერან" და ოფიცრებისთვის "კავკაზსკი ვოენნი ვესტნიკი" ჰქონდა. 1910-1911 წლებში იგი გახლდათ იყო გაზეთ "ყარსის" რედაქტორი. 

    ბორის ესაძე გარდაიცვალა 1914 წლის 31 იანვარს.

Member of Organizations

  • რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, ნამდვილი წევრი
  • რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, ნამდვილი წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907-)

Share: