The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილი (გენერალი)

ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილი
Date of birth:15 December, 1808
Date of death:1887  (at 78 years)
Category:Public Figure, Military Person

Biography

       ალექსანდრე საგინაშვილი დაიბადა 1808 წლის 15 დეკემბერს. დაამთავრა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი და 1826 წლიდან დაიწყო სამხედრო სამსახური. 1827 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ლაშქრობაში.

    1830–დან 1840 წლებში იბრძოდა კავკასიელ მთიელებთან ომში. 1841 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის გენშტაბის ტოპოგრაფთა ასეულის მეთაურად და 1851 წლიდან ქართული სახაზო ბრიგადის მე–7 ბატალიონის მეთაურად.

    1860 წლიდან იგი ამიერკავკასიის მხარის ადგილობრივი ჯარების სარდლის თანაშემწეა თბილისის, ელიზავეტპოლის, ბაქოსა და ერევნის გუბერნიებში.

   1860 წელს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი, 1877–ში გენერალ–მაიორის, ხოლო 1861 წლიდან გენერალ ლეიტენანტია. დაჯილდოებულია რუსეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოებით.

   1872 წელს ალექსანდრე საგინაშვილმა ილიას დაზე, ელისაბედ ჭავჭავაძეზე იქორწინა, მანამდე იგი ბაბალე ორბელიანის მეუღლე იყო.

    ალექსანდრე საგინაშვილი 1879 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი გარდაცვალებამდე.

    ალექსანდრე საგინაშვილი გახლდათ ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედ (ლიზა) ჭავჭავაძის მეუღლე. ელისაბედი და ალექსანდრე ნიკოლოზის ქუჩაზე ცხოვრობდნენ.  ილია ჭავჭავაძეს საგინაშვილის სახლში ჰქონია მოწყობილი "ივერიის" რედაქცია და სტამბაც. სახლი სიკვდილის წინ ალექსანდრემ თავის მეუღლეს, ლიზას უანდერძა. მოგვიანებით კი ელისაბედ (ლიზა) საგინაშვილის თხოვნით, ეს სახლი გადაეცა მწერალთა კავშირს, სადაც ახლა გახსნილია ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი. 

    ალექსანდრე საგინაშვილი გარდაიცვალა 1887 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1887)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ორბელიანის ქუჩა, საკუთარი სახლი

Share: