შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ლიზა გრიგოლის ასული საგინაშვილი![]()
ბიოგრაფია
ილია ჭავჭავაძის და ელისაბედ (ლიზა) ჭავჭავაძე დაიბადა 1840 წლის 19 ოქტომბერს. იგი გახლდათ მეუღლე გენერალ ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილისა. ელისაბედი და ალექსანდრე ნიკოლოზის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ილია ჭავჭავაძეს საგინაშვილის სახლში ჰქონია მოწყობილი "ივერიის" რედაქცია და სტამბაც. სახლი სიკვდილის წინ ალექსანდრემ თავის მეუღლეს, ლიზას უანდერძა. მოგვიანებით კი ელისაბედ (ლიზა) საგინაშვილის თხოვნით, ეს სახლი გადაეცა მწერალთა კავშირს, სადაც ახლა გახსნილია ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი.
ლიზა საგინაშვილი გარდაიცვალა 1925 წლის 28 სექტემბერს, ყველაზე ბოლო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელ წევრთაგან.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |