The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილი (კნეინა)

სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილი
Legal name:სოფიო ედიშერის ასული ჩერქეზიშვილი
Other name:ათანასეანთ სოფიო  (Changed name)
Date of birth:18??
Burial location:თელავი
Category:Public Figure

Biography

   სოფიო ვახვახიშვილი ბრძანდებოდა ქველმოქმედი ქალბატონი, რომელი შემოწირულობების სახით მუდამ ეხმარებოდა თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელს და ასევე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" და საზოგადოებისადმი შეწირული თანხები სტუდენტების სტიპენდიებს ხმარდებოდა.

   მისი სახლი გადაქცეულიყო ლიტერატურულ სალონად, აქ სხვადასხვა დროს მოდიოდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა და სხვები.

   სოფიო ვახვახიშვილი გახლდათ ივანე ჯავახიშვილის ბებია, დედის დედინაცვალი. ივანე ჯავახიშვილის დედა 5 წლისა დაობლდა და მას სოფიო ჩერქეზიშვილი-ვახვახიშვილი ზრდიდა.

   1913 წელს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის ფილიალის ინიციატივით მოეწყო ილია ჭავჭავაძის ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურული დილა, რომელზეც მიწვეულთა შორის იყო სოფიო ვახვახიშვილისა და რომელმაც, ამ საზოგადოების თელავის ფილიალს შესწირა 1.500 რუბლი (ოქროთი) შესწირა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარე წევრი თელავში (1905-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების საპატიო წევრი (1909-)

Share: