The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თომა იოსების ძე ასათიანი

თომა იოსების ძე ასათიანი
Date of birth:1852  (172 years)
Date of death:193?
Category:Writer, Educator, Religious leader

Biography

    თომა ასათიანი დაიბადა 1852 წელს აზნაურის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა, რომელიც 1885 წელს წარჩინებით დაასრულა და მასწავლებლის წოდება მიიღო.

      1886 წლის 3 იანვარს თბილისის ავლაბრის წმინდა მარინეს ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად განამწესეს. აქვე სკოლაში მოსწავლეთა გუნდის ლოტბარის მოვალეობაც ჰქონდა შეთავსებული. ამ პერიოდში თომა ასათიანმა  წერა დაიწყო და თავის საყმაწვილო მოთხრობებს ჟურნალ"ნობათში" და "მწყემსში"  აქვეყნებდა. წერდა გალობის გავრცელებაზე გაზეთ "ივერიაში". 1889 წელს ცალკე წიგნად გამოიცა "საყმაწვილო ამბები თომა ასათიანისა".

   1892 წელს დიაკვნად აკურთხეს და გორის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს.

   1895 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმინდა გიორგის ტაძარში დაადგინეს. სხვადასხვა დროს მსახურობდა სოფელ ურიათუბანში და კახეთის სხვა სოფლებდი.

   1895 წლიდან მღვდელი თომა გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. იგი ჩაბმული იყო საზოგადოების მუშაობაში და ზრუნავდა სწავლა-განათლების წარმატებაზე

   1902 წლის 10 აპრილს საგვერდულით დაჯილოდვდა.

   მღვდელი თომა წლების მანძილზე გახლდათ სიღნაღის მაზრის სასწავლო კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა დეპუტატად საეპარქიო სხდომებზე.

   1907 წლის 11 ივლისს შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს.

   1910 წელს სკუფია უბოძეს, ხოლო 1915 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1921 წლის 22 აგვისტოს თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) ამავე წლის 17 ოქტომბერს დაამტკიცა ამ პოსტზე.

   1926 წლის 27 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1928 წელს კვლავ იხსენიება მოქმედი სამღვდელობის რიგებში, ხოლო ამის შემდგომ მისი ბედი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1895-1911)

Awards and Honors

  • 1926 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Bibliography


Share: