The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოანე დიმიტრის ძე აღნიაშვილი

Date of birth:1851
Date of death:12 October, 1920  (at 69 years)
Category:Religious leader

Biography

აღნიაშვილი იოანე დიმიტრის ძე (1851, თბილისის გუბერნია, თელავის მაზრა, სოფ. შილდა _ 12.10.1920, იქვე) _ დეკანოზი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1871 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, სადაც ხუთი კურსი ისწავლა. 1876 წლის 12 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 26 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და სნოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1876 წლის 5 დეკემბერს რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ლაგოდეხში მდგარი #163 ლენქორანის ფეხოსანი პოლკის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1879 წლის დეკემბერში მოხისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1882 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წლიდან კოდის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1884 წლიდან არტაანის აღდგომის სახელობის ეკლესიაშია. 1890 წლიდან შილდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 1891 წლის 13 მარტს სკუფია უბოძეს. 1900 წელს წმ. სინოდმა მადლობის ფურცელი სიგელის გარეშე უწყალობა. 1904 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1914 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. თავისი ანდერძის თანახმად დაასაფლავეს შილდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში. მამა იოანე ადრე დაქვრივდა. ჰყავდა ასული დარეჯანი (1877). 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1913-)

Share: