The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე პავლეს ძე ახალშენიშვილი

ივანე პავლეს ძე ახალშენიშვილი
სხვა სახელი:MОРОСУС  (ფსევდონიმი)
დავიწყებული  (ფსევდონიმი)
დამოუკიდებელი  (ფსევდონიმი)
ინანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 1906  (36 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:ექიმი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

   ივანე ახალშენიშვილი დაიბადა 1871 წელს დუშეთში, მღვდლის ოჯახში. მისი მამა სოფელ ისროლის ხევის მოძღვარი იყო.

    ივანე  სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც  ბეჯითად სწავლასთან ერთად , აქტიურად მონაწილეობდა მოწაფეთა ყოველთვიურ ხელნაწერ ჟურნალსა და თვითგანვითარების წრეში. 1893 წელს, მოწაფეთა ამბოხებაში მონაწილეობისათვის ივანე ახალშენიშვილი  სემინარიის უკანასკნელი კლასიდან გარიცხეს.

   1897-1900 წლებში ივანე  პეტერბურგის ვონგლ-სვიდერსკაიას კბილის კერძო საექიმო სკოლაში სწავლობდა. იგი გახლდათ კბილის საექიმო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორთაგანი საქართველოში.

   საექიმო მოღვაწეობის პარალელურად  ივანე  თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის გაზეთ  „ივერიაში“,  „ცნობის ფურცელში“, „მოამბეში“, „ნაკადულში“, „ნოვოე ობოზრენიეში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. ივანე ახლშენიშვილი წერდა მოთხრობებს, ლექსებს, წერილებს, თეატრალურ რეცენზიებს, ბიბლიოგრაფიულ შენიშვნებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსი და ევროპელი მწერლების თხზულებათა თარგმნაში მას ნათრგმნი ჰქონდა დაახლოებით 50-მდე ნაწარმოები: გოგოლის,  დოსტოევსკის, ვ. კოროლენკოს თხზულებები, ლერმონტოვის, ს. ნადსონის ლექსები, ბ. ბერნის, გ. ჰაუპტმანის, ჰ. ზუდერმანის დრამები, გი დე მოპასანის, ანატოლი ფრანსის, კატულ მენდესის და ოქტავ მირბოს მოთხრობები. 1897 წელს "მოამბეში" გამოაქვეყნა რამდენიმე თავი ჟ. მ. გიუიოს წიგნიდან "ხელოვნება სოციოლოგიური აზრით", ა. ჰაცფელდის "ძირითადი კანონები სალიტერატურო კრიტიკისა".

   1901 წელს ივანე ახალშენიშვილმა "ივერიაში" გამოაქვეყნა სტატიები: "შავი ჭირი და მის წინააღმდეგ ბრძოლა" და "სამეცნიერო მიმოხილვა". 1902 წელს იმავე გაზეთში გამოაქვეყნა წერილი შემახის მიწისძვრის შესახებ.

   ივანე ახალშენიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების: ნამდვილი წევრი 1902 წლიდან და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში. საზოგადოებაში მის გაწევრიანებაზე თავმდებნი იყვნენ: გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

   ივანე ახალშენიშვილი გარდაიცვალა 1906 წლის 22 დეკემბერს და დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი

გააზიარე: