შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ივანე პავლეს ძე ახალშენიშვილი![]()
ბიოგრაფიაივანე ახალშენიშვილი დაიბადა 1871 წელს დუშეთში, მღვდლის ოჯახში. მისი მამა სოფელ ისროლის ხევის მოძღვარი იყო. ივანე სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ბეჯითად სწავლასთან ერთად , აქტიურად მონაწილეობდა მოწაფეთა ყოველთვიურ ხელნაწერ ჟურნალსა და თვითგანვითარების წრეში. 1893 წელს, მოწაფეთა ამბოხებაში მონაწილეობისათვის ივანე ახალშენიშვილი სემინარიის უკანასკნელი კლასიდან გარიცხეს. 1897-1900 წლებში ივანე პეტერბურგის ვონგლ-სვიდერსკაიას კბილის კერძო საექიმო სკოლაში სწავლობდა. იგი გახლდათ კბილის საექიმო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორთაგანი საქართველოში. საექიმო მოღვაწეობის პარალელურად ივანე თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „მოამბეში“, „ნაკადულში“, „ნოვოე ობოზრენიეში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. ივანე ახლშენიშვილი წერდა მოთხრობებს, ლექსებს, წერილებს, თეატრალურ რეცენზიებს, ბიბლიოგრაფიულ შენიშვნებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსი და ევროპელი მწერლების თხზულებათა თარგმნაში მას ნათრგმნი ჰქონდა დაახლოებით 50-მდე ნაწარმოები: გოგოლის, დოსტოევსკის, ვ. კოროლენკოს თხზულებები, ლერმონტოვის, ს. ნადსონის ლექსები, ბ. ბერნის, გ. ჰაუპტმანის, ჰ. ზუდერმანის დრამები, გი დე მოპასანის, ანატოლი ფრანსის, კატულ მენდესის და ოქტავ მირბოს მოთხრობები. 1897 წელს "მოამბეში" გამოაქვეყნა რამდენიმე თავი ჟ. მ. გიუიოს წიგნიდან "ხელოვნება სოციოლოგიური აზრით", ა. ჰაცფელდის "ძირითადი კანონები სალიტერატურო კრიტიკისა". 1901 წელს ივანე ახალშენიშვილმა "ივერიაში" გამოაქვეყნა სტატიები: "შავი ჭირი და მის წინააღმდეგ ბრძოლა" და "სამეცნიერო მიმოხილვა". 1902 წელს იმავე გაზეთში გამოაქვეყნა წერილი შემახის მიწისძვრის შესახებ. ივანე ახალშენიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების: ნამდვილი წევრი 1902 წლიდან და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში. საზოგადოებაში მის გაწევრიანებაზე თავმდებნი იყვნენ: გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე. ივანე ახალშენიშვილი გარდაიცვალა 1906 წლის 22 დეკემბერს და დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |