The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოანე ზარიძე (მღვდელი)

იოანე ზარიძე
Legal name:ივანე დიმიტრის ძე ზარიძე
Date of birth:1861
Date of death:1919  (at 58 years)
Burial location:ალავერდის საკათედრო ტაძარი
Category:Religious leader

Biography

   იოანე ზარიძე დაიბადა 1861 წელს დეკანოზის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო.

   1877–1883 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1885 წელს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ცოტა ხნის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და მაღრაანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1889 წელს ახალსოფლის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს, ხოლო 1892 წელს ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. ერთი წლის შემდეგ ისევ მაღრაანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს.

    1896 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1898 წელს ალვანის სამრევლო–საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც მან ორი წელი დაჰყო და ისევ მაღრაანში დააბრუნეს.

    1904 წელს სკუფია უბოძეს. 1907 წელს ბაბანეურის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა.

    1912 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი.

    1913 წელს კამილავკა ებოძა. 

    1917–1919 წლებში ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურობდა

     მღვდელი იოანე 1919 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ალავერდის საკათედრო ტაძრის ეზოში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1912-)

Bibliography


Share: