Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი (მუხრანბატონი)![]()
Biographyკონსტანტინე მუხრანბატონი დაიბადა 1838 წლის 24 დეკემბერს. იგი გახლდათ რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. 1853-1856 წლებში ყირიმის ომში იღებდა მონაწილეწობას. იბრძოდა დაღესტნის დასამორჩილებლად. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში პოლკს მეთაურობდა. ომის შემდეგ სამხედრო სამსახურს თავი დაანება ხელი მოჰკიდა სოფლის მეურნეობას. 1879 წლიდან კონსტანტინე მუხრანბატონი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში. 1894-1900 წლებში კონსტანტინე მუხრანბატონი გახლდათ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მე-11 წინამძღოლი (მარშალი). 1895 წელს იმპერატორმა სამეფო სახლის ეგერმაისტერობა უბოძა და რამდენიმე წელი პეტერბურგში ცხოვრობდა. კონსტანტინე მუხრანბატონი ეწეოდა ქველმოქმედებას. მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ ეროვნულ დაწესებულებებს, ჰყავდა ბევრი სტიპენდიატი გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში. დიდი თანხა გაიღო ქართული გიმნაზიის შენობის (შემდგომში უნივერსიტეტი) ასაგებად. კონსტანტინე მუხრანბატონი გარდაიცვალა 1903 წლის 2 მაისს. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |