The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი (მუხრანბატონი)

კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი
Legal name:კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი
Date of birth:24 December, 1838
Date of death:2 May, 1903  (at 64 years)
Category:Public Figure, Military Person

Biography

   კონსტანტინე მუხრანბატონი დაიბადა 1838 წლის 24 დეკემბერს. იგი გახლდათ რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.

   1853-1856 წლებში ყირიმის ომში იღებდა მონაწილეწობას. იბრძოდა დაღესტნის დასამორჩილებლად.

   1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში პოლკს მეთაურობდა. ომის შემდეგ სამხედრო სამსახურს თავი დაანება ხელი მოჰკიდა სოფლის მეურნეობას.

   1879 წლიდან კონსტანტინე მუხრანბატონი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

   1894-1900 წლებში კონსტანტინე მუხრანბატონი გახლდათ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მე-11 წინამძღოლი (მარშალი).

   1895 წელს იმპერატორმა სამეფო სახლის ეგერმაისტერობა უბოძა და რამდენიმე წელი პეტერბურგში ცხოვრობდა.

კონსტანტინე მუხრანბატონი ეწეოდა ქველმოქმედებას. მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ ეროვნულ დაწესებულებებს, ჰყავდა ბევრი სტიპენდიატი გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში. დიდი თანხა გაიღო ქართული გიმნაზიის შენობის (შემდგომში უნივერსიტეტი) ასაგებად.

კონსტანტინე მუხრანბატონი გარდაიცვალა 1903 წლის 2 მაისს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ატამანის ქუჩა

Share: