Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ამბაკო თოფურიძე (დეკანოზი)![]()
Biographyამბაკო თოფურიძე დაიბადა 1848 წლის 27 ივნისს გლეხის ოჯახში. წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა, ხოლო შემდეგ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1870 წელს, სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტარასიმ (ელიავა), კაპანის სამრევლოს მედავითნედ და სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დანიშნა. 1880 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და აჭანდარას სამრევლოში განამწესა. მამა ამბაკოს აქაც მასწავლებლობა შეუთავსეს. 1883 წელს მეუფე გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და პიცუნდის ოლქის, სოფელ მაზუხის წმინდა გიორგის ტაძარში მღვდლად გააგზავნა. მამა ამბაკომ მაზუხში თავისი ხარჯებით გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც ბავშვებს თავადვე უსასყიდლოდ ასწავლიდა. 1886 წელს საგვერდულით დაჯილდოვეს. 1890 წელს კოდორის მხარეში, სოფელ შუაწყლის სამრევლოში გადაიყვანეს, ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს და სკუფია უბოძეს, ხოლო 1896 წელს კამილავკა ეწყალობა. 1898 წელს, 200 აფხაზის გაქრისტიანებისათვის, წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1910 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოეს. 1920 წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1921 წელს პოლტავის ქართულ სამრევლოში გადაიყვანეს და წებელდას ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1926 წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) ენქერით დააჯილდოვა. 1932 წელს მიხაილოვოს სამრევლოში განამწესეს. 1934 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით თავი დაანება სამსახურს. 1935 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის, სოფელ დაგვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. ამბაკო თოფურიძის ცხოვრების შემდგომი ბედი უცნობია. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |