The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი პავლეს ძე თუმანიშვილი

გიორგი პავლეს ძე თუმანიშვილი
Date of birth:31 October, 1873
Date of death:11 December, 1937  (at 64 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Engineer, Public Figure

Biography

   გიორგი თუმანიშვილი დაიბადა 1872 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისში.

   1896 წელს პეტერბურგის გზათა მიმოსვლის ინჟინრების ინსტიტუტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო თბილისი-ერევნის რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე. 1899-1902 წლებში ამ ხაზის საექსპლუატაციო უბნის უფროსი გახლდათ.

   1902 წლიდან გიორგი თუმანიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1906-1918 წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ინჟინერი.

   1912-1915 წლებში კახეთის რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილე იყო, ხოლო შემდგომ, 1918 წლამდე ამ გზის მმართველი.

  1918-1919 წლებში საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსი გახლდათ.

   1919-1925 წლებში კახეთის რკინიგზის დირექტორი და ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს მთავარი კონსულტანტის მოვალეობას ასრულებდა. სხვადასხვა დროს იგი ხელმძღვანელობდა ნატანებ-ოზურგეთის და სენაკი-გაგრის რკინიგზის მშენებლობებს.

   1934 წელს შრომის გმირის საპატიო წოდება მიენიჭა.

   1937 წლის 19 ივლისს დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს ჯაშუშობა და ირანის მთავრობის სამსახურში არალეგალური მუშაობა, ამიერკავკასიის ახალი სარკინიგზო გზების მშენებლობის დროს ეწეოდა მავნებლობას და მალავდა მემარჯვენე კონტრ-რევოლუციური ორგანიზაციის წევრების მავნებლურ საქმიანობას. შინსახკომის შიდა ციხეში ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. სასამართლო სხდომა გაიმართა 1937 წლის 4 დეკემბერს და გაასამართლა შინსახკომის სამეულმა. მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით.

   1937 წლის 11 დეკემბერს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

Awards and Honors

  • 1934 - შრომის გმირის საპატიო წოდება

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ნინოშვილის ქ. N12

Share: