The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იასონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი

იასონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი
Legal name:იაზონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი
Date of birth:1820
Date of death:1884  (at 64 years)
Category:Public official, Public Figure

Biography

   იასონ თუმანიშვილი დაიბადა 1820 წელს.

   1863-1867 წლებში იგი გახლდათ თბილისის სახაზინო თეატრის დირექტორი, რომლის დროსაც თეტრმა ბრწყინვალე მუშაობა ჩაატარა.

  1870-1875 წლებში იასონ თუმანიშვილი იყო ქალაქ თბილისის თავი. მისი მმართველობის პერიოდში შემოღებილი იქნა ქალაქის თვითმმართველობა და მისი მეთაურობითა და საზოგადოების შემოწირულობების საფუძველზე საძირკველი ჩაეყარა თბილისის მიხეილის სახელობის სახელოსნობო სასწავლებელს: „ერთი დაუვიწყარი განძი - ქალაქის სახელოსნო სასწავლებელი, რომლითაც იაზონ თუმანიშვილმა სამუდამო სახსოვარი დასტოვა ტფილისის მოქალაქეთა გულში..." (ივერია, 1893 წ. N40).

   თუმანიშვილი 1879 წელს გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოები“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოპგადოების საქმიანობაში.

   იასონ თუმანიშვილი გარდაიცვალა 1883 წელს, 63 წლის ასაკში. სერგეი საამოვმა მის გარდაცვალებას ლექსი მიუძღვნა: „გარდაცვალებული თავადი იაზონ თუმანოვსა უძღვნი ქებასა“.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1884)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, სოლოლაკი

Share: