The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით იოსებისა ძე კავკასიძე (დეკანოზი)

დავით იოსებისა ძე კავკასიძე
Date of birth:1862
Date of death:26 April, 1935  (at 73 years)
Category:Religious leader

Biography

   დავით კავკასიძე დაიბადა 1862 წელს მღვდლის ოჯახში.

   1889 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერი სემინარია.

   1889 წელს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ნადარბაზევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში განამწესა.

   1891 წელს ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია.

   1892 წელს გორიჯვრის წმინდა გიორგისსახელობის ეკლესიაში განამწესეს.

   1893 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1897 წელს სკუფია უბოძეს და იმავე წელს გორის მაზრის მე-6 ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

   1900 წელს გორის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. ამავე წლის მარტში ისევ გორიჯვრის ტაძარში დააბრუნეს.

   1902 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1910 წლიდან მამა დავითი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გორის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   1914 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1917 წელს ურბნისის ეპარქიის კრებაზე საეპარქიო საბჭოს წევრის მოადგილედ აირჩიეს და ამ დროს უკვე დეკანოზის წოდება აქვს.

   1921 წელს, როგორც ურბნისის ეპარქიის დელეგატი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მე-3 საეკლესიო კრებას ესწრებოდა.

   დეკანოზი დავითი გარდაიცვალა 1935 წლის 26 აპრილს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-1915)

Awards and Honors

  • 1914 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

Share: