შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნიკოლოზ შიოს ძე ბარნაბიშვილი![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ ბარნაბიშვილი დაიბადა 1870 წლის 4 მარტს მღვდლის ოჯახში. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1892 წელს დაამთავრა. 1893 წელს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. იმავე წელს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე ტაძარში დანიშნა და მალევე მღვდლად დაასხა ხელი. 1893 წელს საინგილოში, ყორაგანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში განამწესა. 1893 წლიდან 1897 წლამდე ყორაგანის კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო. 1896 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და 1897 წელს ატენის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს. ამავე წელს გორის მაზრის მე-6 ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1899 წლის 24 აგვისტოს თანაშემწის თანამდებობიდან გადადგა. 1902 წელს ქვემო ხანდაკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაადგინეს. 1904 წელს მატნის წმინდა სახელობის ნიკოლოზის ტაძარში განამწესეს. ამავე წელს მატანის სამრევლო-საეკელსიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1907 წელს ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისა და სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაამტკიცეს. წლების მანძილზე იყო სასულიერო დეპუტატად გორის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტში, ასევე თელავი-სიღნაღის მაზრის სასწავლო კომიტეტშიც. მიღებული ჰქონდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი. XX ს-ის 20-იან წლებში ანაფორა გაიხადა და თბილისში მასწავლებლად მუშაობდა. ნიკო ბარნაბიშვილს ჰყავდა მეუღლე სოფიო კასიანეს ასული კავკასიძე და შვილები: შიო, თამარი, ელენე, მახარე, მირიანი და დონარა. მამა ნიკოლოზი გარდაიცვალა 1928 წლის 22 აპრილს და დაკრძალულია თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |