Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე![]()
Biographyდავით ბაქრაძე დაიბადა 1838 წელს რაჭის სოფელ სევაში მღვდლის ოჯახში. 1862 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „როგორ გაჩნდა და დამყარდა საქართველოში თავადაზნაურობა“. 1864 წელს დავით ბაქრაძე საქართველოში დაბრუნდა და შეყვანილი იქნა ბატონყმობის გაუქმების კომისიაში. შეხედულებებით ახლოს იდგა ხალხოსნურ-ლიბერალურ ინტელიგენციასთან. დავით ბაქრაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების„ დამფუძნებელი წევრი 1879 წლიდან და არჩეული იყო საზოგადოების ქუთაისისა და სენაკის მაზრების სათავადაზნაურო სკოლების სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ. 1881 წელს ბაქრაძე აქტიურად იყო ჩაბმული ქუთაისში ყოველკვირეული ქართული გაზეთის „შრომის“ დაარსებაში და 1893 წელს ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის ჩამოყალიბებაში. 1894 წლიდან დავით ბაქრაძე არჩეული იყო საპატიო მომრიგებელ მსაჯულად, იყო დუმის ხმოსანი და ჰქონდა „ტიტულოვანი მრჩევლის“ ჩინი. მან შეადგინა მიწის გამიჯვნისა და სამოქალაქო კანონების პროექტი, აქტიურად მონაწილეობდა ჭიათურის მანგანუმის მოპოვება-დამუშავების და რეალიზაციის საქმეში. იმდროინდელ პრესაში იგი ხშირად აქვეყნებდა წერილებსა და კორესპონდენციებს აქტუალურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებზე. თანამშრომლობდა „დროებაში“, „შრომაში“, „Русъ“-ში,“„კვალში“ და „მწყემსში. დავით ბაქრაძე გარდაიცვალა 1911 წელს. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |