შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მარიამ სიმონის ასული დედაბრიშვილი![]()
ბიოგრაფიამარიამ ბაქრაძე დაიბადა 1869 წელს თბილისში. 1897 წელს პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. 1898 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად პარიზში დისერტაცია დაიცვა თემაზე: „საბავშვო დამბლების შედეგად განვითარებული მრუდე ტერფის ქირურგიული მკურნალობა“. მარიამი ორი წლის მანძილზე მუშაობდა პარიზის ბავშვთა სნეულების კლინიკებში, შემდეგ პასტერის სადგურში. 1901 წლიდან სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში ქალაქის I საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. ამავე დროს მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაშიც საქმიანობდა. 1902 წლიდან მარიამ ბაქრაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი. საზოგადოებაში მისი გაწევრიანების თავმდებნი იყვნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე. 1908-1938 წლებში საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების, ხოლო 1938 წლიდან ქალაქის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გამგე იყო. სამეცნიერო და საექიმო საქმიანობასთან ერთად მარიამ ბაქრაძე ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულია მთელი რიგი მისი საბავშვო მოთხრობები. მარიამ ბაქრაძე გახლდათ მწერალ შიო არაგვისპირელის მეუღლე. მარიამ ბაქრაძე-დედაბრიშვილი გარდაიცვალა 1942 წელს თბილისში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |