Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ზოსიმე კონსტანტინეს ძე ნემსიწვერიძე![]()
Biographyმამა ზოსიმე ნემსიწვერიძის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები უცნობია. 1891 წელს მამა ზოსიმე იმერეთის სოფელ სალომინაოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო. 1897 წლიდან სოფელ ზარათის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიიაში მსახურობდა. 1912 წელს ქუთაისის ერთ-ერთ ტაძარში მღვდელი იყო. 1913 წლიდან მამა ზოსიმე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიუტად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში. 1917 წელს მამა ზოსიმე გახლდათ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ გამართული სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მონაწილე. მამა ზოსიმე ნემსიწვერიძის ბიოგრაფიული ცნობები მეტად მწირია. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |