შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნიკოლოზ (კოლა) თომას ძე ბერიშვილი![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ ბერიშვილი დაიბადა 1860 წელს თბილისის მაზრის სოფელ მარტყოფში სასულიერო წოდების მქონე წინაპრების ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს ევსეი ეგზარხოსის გუნდის ლოტბარად დაზედამხედველად აირჩიეს. ნიკოლოზ ბერიშვილმა გალობა გრიგოლ კარბელაშვილის ხელმძღვანელობით შეისწავლა. გარკვეული პერიოდი გორის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. ბავშვებს ქართულ-რუსულ გალობას ასწავლიდა და საუკეთესო გუნდიც ჰყავდა. მანვე აღადგინა კარბელაანთ კილო და ბევრი ძველი ქართული სასულიერო სიმღერა. ამ გუნდს წმინდა ნიკოლოზის, სამების, ქაშუეთის და სხვა ეკლესიებში აგალობებდა ხოლმე. ითვლებოდა თავისი დროის ძლიერ ლოტბარად და გუნდებს სწრაფად ამზადებდა. ყოველ წელს, ილიაობას, თავისი გუნდით საგურამოში ილია ჭავჭავაძის დღეობას ამშვენებდა, სადაც სრულიად საქართველოს რჩეული საზოგადოება იკრიბებოდა. 1886 წლიდან თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლაში მუშაობდა. 1893 წელს სოფელ მარტყოფის მამასახლისად აირჩიეს, სადაც სიამოვნებით წავიდა, რადგან ღრმად სწამდა: ”თუ ჩვენი სოფელი სწავლა-განათლებით და ნივთიერად არ ამაღლდა, ვერც ჩვენი ქვეყანა წაიწევს წინაო”. პირველ ყოვლისა სოფელში სკოლა გახსნა და ამ სკოლისთვის სოფლის შუაგულში ქვითკირის შენობა ააგო. ყველა უბნის გლეხთაგან შექმნა სოფლის საბჭო, გაიყვანა გზები და სასმელი წყაროდან წყლის მილი, გამართა ხიდი, ააგო შენობა ”პურის მაღაზიისთვის” (პურის შესანახი სპეციალური კონსტრუქციის საწყობი), საიდანაც ზამთარში და გაზაფხულზე უპურობით დამშეულ ღარიბ გლეხობას სესხით ეძლეოდა ხორბალი, როგორც სათესლედ, ასევე საჭმელად. ნიკოლოზ ბერიშვილი ყველანაირად ცდილობდა სოფლის დაწინაურებას. მამასახლისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდა და კვლავ გალობის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, მაგრამ 1906 წელს სოფელმა მეორედ აირჩია მამასახლისად. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა, მაინც ხალისიანად წავიდა სოფელში და ხელახლა შეუდგა სოფლის მშენებლობის საქმეს: მიწათმფლობელობის მოწესრიგებას, უსამართლობის ალაგმვას და ღარიბ-ღატაკი ხალხის სასიკეთო მუშაკობას, მაგრამ სოფლის მდიდარ-მყვლეფელთაგან უკმაყოფილოებმა და მოსყიდულებმა, 1907 წლის 8 ივლისს, ღამით, მძინარე გამოასალმეს სიცოცხლეს. ნიკოლოზ ბერიშვილი დაკრძალულია მშობლიურ სოფელ მარტყოფში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |