Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იოსებ ილიას ძე ბერიძე![]()
Biographyიოსებ ბერიძე დაიბადა 1858 წელს თბილისში მღვდლის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი და 1879 წელს ავლაბრის მიქაელ მთავარანგელოზთა ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1882 წელს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) სტიქარი უკურთხა. მე-19 საუკუნის 80-იან წლების ბოლოს თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში გადაიყვანეს და დიაკვნად აკურთხეს. 1890 წელს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და კუკიის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვრად დაამტკიცა. საქართველოს ეგზარქოსმა მასვე დაავალა სასაფლაოზე დროებითი ეკლესიის აშენება. მართლაც რამდენიმე თვეში სასაფლაოს ტერიტორიაზე აშენდა ქვის პატარა, მაგრამ მაღალი ეკლესია ხის გადახურვით. 1892 წელს მღვდელი იოსები საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1896 წელს სკუფია უბოძეს. 1900 წელს მღვდელი იოსები კუკიის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა. 1901 წელს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1910 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მე-19 საუკუნის დასაწყისში მამა იოსებს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1928 წელს ენქერით დაჯილდოვდა. ჰყავდა მეუღლე და შვილები: ირაკლი, ელისაბედი, ილია და ლავრენტი. დეკანოზი იოსები გარდაიცვალა 1931 წლის 1 მარტს და დაკრძალულია კუკიის ეკლესიის უკან. მის საფლავზე წარწერაა: ”აქ განისვენებს დეკანოზი იოსებ ილიას ძე ბერიძე. ამშენებელი წმინდა ნინოს ეკლესიისა, სასაფლაოს გალავნისა და მისი გარეშემო შენობებისა. დაბადებიდან 72 წლის გარდაიცვალა 1 მარტს 1931 წ.”. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |