The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იასონ ნიკოლოზის ძე ნიკოლაიშვილი

იასონ ნიკოლოზის ძე ნიკოლაიშვილი
Legal name:იასონ ნიკოლოზის ძე ნიკოლეიშვილი
Other name:ბელზებელი  (Pseudonym)
Date of birth:24 March, 1865
Date of death:2 May, 1941  (at 76 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Linguist, Writer, Educator

Biography

     იასონ ნიკოლაიშვილი დაიბადა 1865 წელს ღარიბ ოჯახში. დედა ადრე გარდაეცვალა და იასონი და მისი ორი და ბიძამ თავისთან წაიყვანა, რომელმაც კარგად იცოდა ძველი ქართული მწერლობა: "ვეფხისტყაოსანი", "ვისრამიანი", სულხან–საბას იგავ–არაკები და სხვა. 7 წლის იასონი, დედის ძმამ, ცნობილმა პედაგოგმა გერასიმე კალანდარიშვილმა, რომელიც სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად მსახურობდა, ქუთაისში წაიყვანა. იასონმა წარმატებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და 1981 წელს ხონის საოსტატო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1985 წელს დაამთავრა და იმავე წელს ქუთაისის სააზნაურო სკოლის აღმზრდელად დაინიშნა. პარალელურად სოფელ ძველ სენაკში გალობას ასწავლიდა.

    იასონ ნიკოლაიშვილმა ძველ სენაკში მასწავლებლად სრული 12 წელი დაჰყო და მოღვაწეობა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გააგრძელა, სადაც თავიდან მოსამზადებელ კლასებში მასწავლებლობდა, ხოლო შემდეგ უფროს კლასებში ქართულ ენის მასწავლებლად დაინიშნა. ქუთაისში არ ყოფილა არცერთი კულტურული წამოწყება, რომლის ერთ–ერთი აქტიური წევრი იასონი არ ყოფილიყო. იგი ჩართული იყო საკვირაო სკოლის, სახალხო უნივერსიტეტის, სახალხო თეატრისა თუ სამკითხველოს საქმიანობაში.

   იასონ ნიკოლაიშვილი სამწერლო ასპარეზზე 1889 წელს გამოჩნდა. მისი პირველი მოთხრობა "პერიას ოჯახში" გაზეთ "ივერიაში" დაიბეჭდა და ამის შემდეგ იგი გამუდმებით თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში. იასონი მამხილებელ ფელეტონებს "ბელზებელის" ფსევდონიმით აქვეყნებდა.

     1912 წელს იასონმა შეადგინა და გამოსცა "ქართული ენის გრამატიკა", რომელიც მალევე რამდენჯერმე გამოიცა. 1927 წლის გაზეთ "განათლების მუშაკში" ამ სახელმძღვანელოს შესახებ მოთავსებულია პროფესორ ვარლამ თოფურიას რეცენზია: "ეს არის პირველი ცდა მეცნიერული გრამატიკის შედგენისა". 1918 წელს იასონმა სხვა ავტორებთან ერთად მე–2, მე–3 და მე–4 პროგიმნაზიული კლასებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოდ შეადგინა "ქართული ქრესტომათია" სამ წიგნად.

    იასონ ნიკოლაიშვილი მუსიკითაც იყო გატაცებული. მის მიერ ნოტებზე გადატანილი სიმღერები საყმაწვილო ჟურნალებში იბეჭდებოდა.

    იასონ ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა 1941 წლის 2 მაისს და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირი, თავმჯდომარე (1905-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

Bibliography


Share: